''ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის'' მე-9 საერთაშორისო გამოფენა დასრულდა

15 მაისი 2016, 00:00 3541 ნახვა

ბათუმში ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის'' მე-9 საერთაშორისო გამოფენა დასრულდა. წელს გამოფენაში რვა ქვეყანა მონაწილეობდა. გაფორმდა 5 მემორანდუმი. კომპანიების წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. ორგანიზატორებმა შეხვედრის ბოლოს მონაწილეები და მხარდამჭერები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძვანელის თქმით, მსგავსი გამოფენები რეგიონისა და ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამავე კატეგორიაში