ომის 261-ე დღე

11 ნოემბერი 2022, 10:40 512 ნახვა

ომის 261-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტებმა მიკოლაივში 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, 2 კი დაშავდა.თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე. გვიან ღამით დაიბომბა ვინიცაც, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ხერსონის ოლქში შეტევა გრძელდება. გენშტაბი ოპერაციის უსაფრთხოების გამო შედეგებს ოფიციალურად არ აქვეყნებს.

ოკუპანტებმა 50 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით, დაზიანდა 10-მდე დასახლება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სამხრეთში 41 დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია.

პრეზიდენტმა სამხედროებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, დროის რა მონაკვეთში გათავისუფლდა ეს დასახლებები, თუმცა მის ამ განცხადებამდე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში 12 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში