ევროპარლამენტი უკრაინასა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს აღარ აღიარებს

11 ნოემბერი 2022, 11:21 479 ნახვა

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტი  შეთანხმდნენ, რომ უკრაინასა  და საქართველოში გაცემულ რუსულ სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ასევე რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარების თაობაზე.

შეთანხმებული ტექსტი ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში