ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა - ილჰამ ალიევი

11 ნოემბერი 2022, 14:16 516 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში  სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის სუვერენიტეტი აღიარეს, რაც აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი უკვე წარსულს ჩაბარდა.

ილჰამ ალიევის თქმით,  აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე და თავის ტერიტორიაზე დერეფანთან დაკავშირებულ ფართომასშტაბურ საქმიანობას ეწევა. ზანგეზურის დერეფნის გახსნა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას.

ცნობისთვის, ე.წ ზანგეზურის დერეფანმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის ხედვით, აზერბაიჯანი სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას და საბოლოოდ კი თურქეთს უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში