აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მრჩეველთა საბჭო 5-ის ნაცვლად ოთხი კანდიდატისგან აირჩევს

11 ნოემბერი 2022, 15:00 844 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. ფარული კენჭისყრა, რომლითაც მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ   18 საათისთვისაა ჩანიშნული. მრჩევლებმა უკვე მოუსმინეს დავით ჩხარტიშვილს.

გასაუბრება დაგეგმილი იყო კიდევ ერთ კანდიდატთან,  ირინა ფუტკარაძესთან, რომელმაც კანდიდატურა დღეს მოხსნა.   მან მრჩეველთა საბჭოს განცხადებით მიმართა, რომლითაც აღნიშნავს, რომ გასაუბრებაში მონაწილეობას ვერ ახერხებს.

აქვე გეტყვით, რომ კანონი კანდიდატებთან გასაუბრებას სავალდებულოდ არ თვლის. სულ ხუთი კანდიდატია  იყო რეგისტრირებული, მათგან სამი  წინა კონკურსშიც მონაწილეობდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.  

მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ამჯერად მათ ჰყავთ ფავორიტები და შესაბამისად აქვთ არჩევანიც. დირექტორობის კანდიდატებს კონკურსში გასამარჯვებლად მრჩეველთა საბჭოს  უმრავლესობის, ანუ სამი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ახალი დირექტორი არჩევის შემთხვევაში მოვალეობის შესრულებას 22 ნოემბრიდან შეუდგება.

მოქმედი - გიორგი კოხრეიძე კი კონკურსში არ მონაწილეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში