ხერსონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ანტონოვსკის ხიდზე რამდენიმე მონაკვეთი ჩაინგრა - მედია

11 ნოემბერი 2022, 16:09 584 ნახვა

რუსული და უკრაინული მედია ხერსონის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე მონაკვეთის ჩანგრევის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ხიდი სავარაუდოდ ოკუპანტებმა ააფეთქეს, როდესაც ხერსონს ტოვებდნენ.

"Komsomolskaya Pravda"-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ კოცი გადაღებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ხიდი სავარაუდოდ მაშინ აფეთქდა, როცა რუსები მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადადიოდნენ.

მედიაში ასევე ვრცელდება ანტონოვსკის ხიდის ფოტოები და ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ხიდის დაზიანება მასშტაბურია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული ჯარების ქვედანაყოფების ხერსონიდან მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადასროლა დასრულდა. მათივე თქმით, მარჯვენა სანაპიროზე არცერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა, ხოლო პერსონალის დანაკარგი არ იყო დაშვებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში