ხერსონში უკრაინის დროშა ფრიალებს

11 ნოემბერი 2022, 19:57 663 ნახვა

ომის 261-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტებმა მიკოლაივში 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, 2 კი დაშავდა.თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე. გვიან ღამით დაიბომბა ვინიცაც,გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ხერსონის ოლქში შეტევა გრძელდება. გენშტაბი ოპერაციის უსაფრთხოების გამო შედეგებს ოფიციალურად არ აქვეყნებს. ოკუპანტებმა 50 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით, დაზიანდა 10-მდე დასახლება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის სამხრეთში 41 დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში