საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გასვლაზე ისლანდია დაამარცხა

12 ნოემბერი 2022, 10:54 696 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველომ რეიკიავიკში ისლანდიის ნაკრები 85-88 დაამარცხა.
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.

ამ შემთხვევაში საუკეთესო იყო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ტრამვის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა. შენგელიამ  27 ქულა 11 მოხსნა და 4  გადაცემა მიითვალა.

გიორგი შერმადინის ანგარიშზე კი 10 ქულა და 11 მოხსნა იყო.

L ჯგუფში 6 მოგებით ესპანეთი გალიდერდა, იტალიას 5 გამარჯვება აქვს, საქართველოს და ისლანდიას – 4-4, ხოლო უკრაინას – 2. ჯგუფში მოგების გარეშე არის  ნიდერლანდები.
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის საუკეთესო 3 ნაკრები მოიპოვებს.

მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს 14 ნოემბერს შინ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში