უკრაინის ჯარი ხერსონშია

12 ნოემბერი 2022, 11:36 676 ნახვა

უკრაინაში ომის 262-ე დღეა. გვიან ღამით ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს. დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, არიან დაშავებულები. 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დონეცკის ოლქში მტრის იერიშებს. ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსები ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში სამხედრო პუნქტებს ხსნიან. ამასთან სამედიცინო დაწესებულებებიდან ყველანაირი ტექნიკა გაიტანეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ხერსონში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უწყების ცნობით რუსეთმა სამხედროების გაყვანა ჯერ კიდევ  22 ოქტომბრიდან დაიწყო. 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ხერსონიდან ჯარების გაყვანის დასრულების შესახებ. სავარაუდოდ, ამ პროცესის ფარგლებში, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები მდინარე დნეპერზე. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რიგ დასახლებებში მტრის იდენტიფიცირებისა და განადგურების ღონისძიებები მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში