გიორგი მიქაუტაძემ "მეცის" შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა

13 ნოემბერი 2022, 00:13 724 ნახვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ "მეცის" შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურის შეხვედრაში "მეცი" გასვლაზე "პარიზს" ესტუმრა და 1-4 დაამარცხა.

მე-11 წუთზე პენალტიდან მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა.

23-ე წუთზე გიორგიმ მეორე პენალტი შეასრულა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

82-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ მესამე გოლი გაიატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

22 წლის ქართველი 84-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მიქაუტაძემ ამ სეზონში "მეცის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ქართველი ფეხბურთელი ლიგა ორის ბომბარდირთა შორის ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. "მეცი" კი ჩემპიონატში 21 ქულით მეერვე პოზიციაზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში