პუტინის მორიგი რეპრესიები

13 ნოემბერი 2022, 11:17 676 ნახვა

რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ ახალი რეპრესიული გეგმით გამოდის. სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში მოქალაქეობის შესახებ შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პირს შეიძლება, ჩამოერთვას შეძენილი/მიღებული მოქალაქეობა რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის.

სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, კანონი ითვალისწინებს მოქალაქეობის ჩამორთმევას ჯარის შესახებ ე.წ. ყალბი ინფორმაციის, "მისი დისკრედიტაციის, არასასურველ ორგანიზაციებში მონაწილეობის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწოდებების" გამო. 

მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი, ასევე, შეიძლება იყოს ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა: ექსტრემიზმის საჯარო მოწოდებები, სახელმწიფო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა, შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება,  ძარცვა, ქრთამი, ვანდალიზმი, სახელმწიფო ემბლემისა და დროშის შეურაცხყოფა და სხვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში