ხერსონში რუსების მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა - ზელენსკი

14 ნოემბერი 2022, 10:10 502 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებულ ხერსონში რუსეთის მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონში ნაპოვნია სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ცხედრები.

"გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული, ნაპოვნია როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პერსონალის ცხედრები. ხერსონის რაიონში რუსულმა ჯარმა დატოვა იგივე სისასტიკე, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებში, სადაც შესვლა შეძლო. ჩვენ ვიპოვით ყველა მკვლელს და პასუხისგებაში მივცემთ. ეჭვგარეშეა. 

მდგომარეობა ხერსონის რეგიონში კვლავ ძალიან საშიშია. პირველ რიგში, ეს არის ნაღმები. სამწუხაროდ, ნაღმების გაწმენდისას ჩვენი ერთი გამნაღმველი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიაზე მიტოვებული რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულთა დაკავება და დივერსანტების განეიტრალება. მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ მტრის მომარაგების ჯაჭვების, საბრძოლო მასალის საცავებისა და მტრის შტაბის განადგურებას. ოკუპანტების პოტენციალი ყოველდღე უნდა შევამციროთ - უქმე დღეების გარეშე! ეს გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში