დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიას უმასპინძლებს

14 ნოემბერი 2022, 10:19 680 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო მატჩს თბილისში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

7 ტურის შემდეგ L ჯგუფში ესპანეთი 6 მოგებით ლიდერობს, იტალიას 5 გამარჯვება აქვს, საქართველოსა და ისლანდიას – 4-4, უკრაინას 3, ხოლო ნიდერლანდები მოგების გარეშეა.

ისლანდიასთან მატჩის მსგავსად, ილიას ზუროსი NBA-ში მოთამაშე გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს ვერ დაიხმარებს. თბილისში დიდი დანაკლისით ჩამოვიდა სტუმარი გუნდიც.

მატჩი დღეს "თბილისი არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

შეგახსენებთ რომ ჯგუფიდან 3 გუნდი მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში