რუსულმა ძალებმა 24 საათში უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

14 ნოემბერი 2022, 11:12 594 ნახვა

რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, მტერმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც გამოიყენა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა და დაახლოებით 60 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარალელურად ვრცელდება ინფრომაცია, რომ  წუხელ საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში ხარკოვზე მიიტანეს. სამიზნეში ისევ სამრეწველო ობიექტები მოექცა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმები მოხდა ასევე სუმის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში