ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

14 ნოემბერი 2022, 13:58 796 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა, - ინფორმაცია ამის შესახებ, სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

"ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, მშვიდობისთვის მთელ ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ზელენსკიმ.  

უკრაინის პრეზიდენტი, სამხედროების წინაშე გამოვიდა, მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს ხერსონი უკრანის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, ქალაქში სამხედრო ქვედანაყოფები შევიდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში