მიმდინარე წელს საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულს ჩამოსცდება - ლაშა ხუციშვილი

14 ნოემბერი 2022, 15:41 477 ნახვა

საგარეო ვალთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი - მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, - განაცხადა  ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი - 34%-იანი ზრდა, რაც ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, თუ რატომაც აქვს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

„ექსპორტში ჯამში გვაქვს 34%-იანი ზრდა, ანალოგიურად მაღალი ზრდა არის იმპორტის მიმართულებით, რომელიც თავის მხრივ მეტყველებს მოხმარების ძლიერ მაჩვენებელზე. ხოლო ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი 34%-იანი ზრდა, რაც სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, თუ რატომაც აქვს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში 10,2 %-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდა არის დაფიქსირებული, ამაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი სწორედ ექსპორტის და საგარეო ვაჭრობის სწრაფ ზრდას უჭირავს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში