ბათუმში კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლა გაიხსნა 

14 ნოემბერი 2022, 20:03 4127 ნახვა

ბათუმში ახალი საფეხბურთო სკოლა და კლუბი  დაარსდა. უეფას „ბე“ (B) კატეგორიის მწვრთნელმა გიორგი ბერძენიშვილმა ბათუმის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთან კახა ქაცარავასთან ერთად მიზნად მომავალ თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაცია და ახალი ტალანტების აღმოჩენა დაისახა.

გუნდი „ვესტ ჯორჯია“ მე-20 საჯარო სკოლის საფეხბურთო მოედანზე ვარჯიშობს და მალე პირველ საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზებს.

 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში