საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიასთან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა

14 ნოემბერი 2022, 21:31 846 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში იტალიის ნაკრებთან დრამატულ შეხვედრაში 1 ქულის სხვაობით 84:85 დამარცხდა. საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე, იტალია 1 ქულით იგებდა შეტევა საქართველოს ნაკრების იყო, თუმცა ჩაგდება ვერ მოახერხა და გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრებიდან თორნიკე შენგელიამ 15 ქულა, 4 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა. გიორგი შერმადინის ანგარიშზე კი 14 ქულა, 9 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში 12 ქულით საქართველო მესამე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრა 23 თებერვალს გასვლაზე ნიდერლანდების ნაკრებთან იქნება. შეგახსენებთ ,რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან 3 ნაკრები გადის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში