ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა დიდ 19-ზე და ომი უკრაინაში

15 ნოემბერი 2022, 19:43 568 ნახვა

კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებენ. კლიჩკოს თქმით, კიევის პეჩერსკის უბანში რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ექიმები და მაშველები ადგილზე მუშაობენ. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს  მოუწოდა  შეაჩერონ რუსეთის გამანადგურებელი ომი. ბალიზე მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება.ჩვენ სიტყვის ადამიანები ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიომ ეს ნახა განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში