რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია - ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ნოემბერი 2022, 20:32 458 ნახვა

რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კიდევაა 20 სარაკეტო დარტყმაა მოსალოდნელი.

„85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრთხილდით და იყავით თავშესაფრებში. ვიცი, რომ დარტყმების შედეგად ჩვენს ქალაქებში ენერგეტიკა გათიშულია. ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს ავიტანთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში