თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და ხალხს - სალომე ზურაბიშვილი

16 ნოემბერი 2022, 13:32 445 ნახვა

სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

გუშინ, გვიან ღამით, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში