2023 წლის 12-14 მაისს ბათუმი ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს

16 ნოემბერი 2022, 10:55 553 ნახვა

ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციამ ადრე დამტკიცებულ კალენდარში კორექტივები შეიტანა და ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებების სეზონის დასკვნითი ტურნირის მასპინძელ ქალაქად ტუნისის ქალაქ ჰამამეტის ნაცვლად ბათუმი დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ში, კერძოდ, სოლტ ლეიკ სიტიში ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება არ ჩატარდება, 10-12 თებერვალს აღნიშნულ ტურნირს ტაშკენტი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, 2022 წელს საქართველომ ორჯერ წარმატებით ჩაატარა მსოფლიო თასის შეჯიბრება – იანვარში ხმალში ქალთა და კაცთა, ხოლო მაისში ვაჟებში დაშნით მოფარიკავეთა შორის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში