სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომში დაზარალებულების საქმეზე სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით დოკუმენტებს ითხოვს

16 ნოემბერი 2022, 14:43 835 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  2008  წელს  რუსეთის აგრესიის დროს დაზარალებული ოჯახების სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით შესაბამის დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს, რაც მორალურ,  მატერიალურ და სასამართლო ხარჯებს გულისხმობს.  

მხარემ დამატებითი ინფორმაცია ევროპულ  სასამართლოს  2023  წლის 9 იანვრამდე უნდა წარუდგინოს. სტასბურგში რუსეთის წინააღმდეგ 117 ფიზიკური პირის ინტერესს  ადვოკატი ემზარ პაქსაძე,  არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი 21-ე საუკუნესთან“ ერთად იცავს. 

ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლო რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული საქართველოს 117 მოქალაქის მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაზაფხულზე გამოაცხადებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში