ოფიციალური მოსკოვის განცხადება

16 ნოემბერი 2022, 18:06 588 ნახვა

კრემლმა პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების შესახებ ზოგიერთი ქვეყნის მიერ გაკეთებულ განცხადებებს  უსაფუძვლო უწოდა. პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს საერთო არაფერი აქვს  ინციდენტთან.  პესკოვმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ვაშინგტონის პოზიცია თავშეკავებული იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში რაკეტის აფეთქება უკრაინის საგარეო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული. მანამდე, ბაიდენმა ინდონეზიაში მედიას განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რაკეტა რუსეთიდან ყოფილიყო ნასროლი. მოგვიანებით პოლონეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ვარშავას არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება იმისა, თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში