ვინ ისროლა რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე ?

16 ნოემბერი 2022, 19:49 489 ნახვა

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში აფეთქება დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანჯეი დუდას თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნა იყო პოლონეთზე გამიზნული თავდასხმა. მისი თქმით, ეს სავარაუდოდ უბედური შემთხვევა იყო. კრემლმა პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების შესახებ ზოგიერთი ქვეყნის მიერ გაკეთებულ განცხადებებს  უსაფუძვლო უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში