„ბორჯღალოსნები“ - უელსის შემდეგ შოტლანდია?!

17 ნოემბერი 2022, 10:17 440 ნახვა

სანამ საქართველოს ნაკრები კარდიფშია და უელსის ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება, ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს თასისთვის მზადების პროცესში "ბორჯღალოსნები" მომავალი წლის ზაფხულში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სავარაუდოდ, ის აგვისტოში, შოტლანდიაში გაიმართება და ეგრეთ წოდებული "გასახურებელი თამაში" იქნება. ამ მატჩის გარდა, საქართველოს ნაკრებმა წესით მსოფლიოს თასის წინ კიდევ ორი მატჩი უნდა გამართოს.

მეტოქეები მოგვიანებით გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ უელსი-საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში