მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ვეტერანთა შორის

17 ნოემბერი 2022, 11:00 545 ნახვა

იტალიის ქალაქ ასისიში გრძელდება ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს 30-ე ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი მონაწილეობს.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და 11 ტური გათამაშდება.  50 წელს გადაცილებულებში  ზურაბ სტურუამ ორი პარტია მოიგო. ამავე ასაკში სოფიო ტერელაძეს თითო-თითო მოგება-წაგება აქვს. 65 წელს გადაცილებულთა პირველ ტურში ნონა გაფრიდაშვილმა კი ჯერ ავსტრიელ არნულფ რამუშს გააჩერებინა საათი, შემდეგ კი ინგლისელ ბრაიან ჰეისონს სძლია.

მესამე ტურში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ზურაბ სტურუა - ვიქტორ პლოტკინი  , ოლივერ როჩე   - სოფიო ტერელაძე, ეფრენ ბაგამასბადი  - ნონა გაფრინდაშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში