აშშ-ი უკრაინას სამხედრო დახმარებას ბოლომდე გაუწევს - მილი

17 ნოემბერი 2022, 10:16 349 ნახვა

აშშ-ი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას მანამ გაუწევს, სანამ ეს მას  სჭირდება. განცხადება  აშშ-ს არმიის გენერალმა მარკ მილიმ გააკეთა პენტაგონში გამოსვლისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას უახლოეს პერიოდში პირდაპირი სამხედრო გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, რადგან თებერვალში უკრაინაში  სამხედრო  შეჭრის შემდეგ  ბრძოლის ველზე  წარუმატებლობის მიუხედავად რუსეთს  ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა უკრაინის ომში.  

მილის თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ხერსონი და ხარკოვი, რომელიც ახლახანს გაათავისუფლა, ოკუპირებული ტერიტორიების მთლიან ფართობთან შედარებით საკმაოდ მცირეა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში