დეოკუპირებულ ხერსონში წამების ოთახები აღმოაჩინეს

17 ნოემბერი 2022, 10:16 390 ნახვა

ხერსონის ოლქის  პროკურორის განცხადებით,  ქალაქის რამდენიმე ადგილას რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წამების ფაქტები გამოავლინეს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ადგილობრივი პოლიციის განყოფილება იყო,  სადაც ადგილობრივების თქმით, რუსეთის ცხრათვიანი ოკუპაციის დროს მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ.

ხერსონის ოლქის  მთავარი პროკურორის თქმით,  დადგენილია  43-ზე მეტი ფაქტი და მოპოვებულია რუსული ოკუპაციის დროს განხორციელებული სისასტიკეების მტკიცებულებები.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების წინააღმდეგ  ძალადობის შესახებ და უკრაინას ადანაშაულებს  მსგავსი ძალადობის დადგმაში ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბუჩა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით,  არის მტკიცებულებები, რომ ორივე მხარე აწამებდა სამხედრო ტყვეებს, რაც კლასიფიცირებულია როგორც ომის დანაშაული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ.

რუსული ძალადობა იყო საკმაოდ სისტემური-აღნიშნულია გაეროს ამ  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში