უკრაინა მომხდარის ყველა დეტალის დადგენას შეეცდება - ზელენსკი

17 ნოემბერი 2022, 10:56 464 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი  საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში  გაეროს უშიშროების სხდომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ცდილობს დაადგინოს ყველა დეტალი და   ფაქტი პოლონეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

ოთხშაბათს პოლონეთისა და ნატოს ხელმძღვანელობებმა  განაცხადეს, რომ  რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაისროლეს და, რომ ეს არ იყო რუსული თავდასხმა.

ზელენსკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინული არ ყოფილა.

პრეზიდენტის  თქმით, მას ინფორმაცია  უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო ძალების მეთაურებმა მიაწოდეს  და  არ შეუძლია მათ არ ენდოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში