ბანგკოკში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს

17 ნოემბერი 2022, 13:56 441 ნახვა

ბანგკოკში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი დაიწყო, რომელსაც ამ  რეგიონის ქვეყნების ლიდერები და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. ეგრეთწოდებული აპეკის ფორუმი რეგიონში გამართული სამიტების სერიიდან ბოლოა, რომლებზეც უკრაინის ომის გამო მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის საკითხი დომინირებდა.

ბანგკოკში შეხვედრა  ბალიზე დიდი ოეცეულის   სამიტის შემდეგ იმართება, რომელზეც სამიტის მონაწილეებმა   მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდი ოცეულის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა გმობს  უკრაინაში ომს.  რუსეთი არის როგორც დიდი ოცეულის, ასევე აპეკ-ის წევრი, თუმცა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არცერთ  შეხვედრას არ დასწრებია. მას ბალიზე სამიტზე  საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, ხოლო  ბანგკოკში შეხვედრას რუსეთის სახელით  პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვი ესწრება.

დღის ბოლოს, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს იაპონიის პრემიერ მინისტრთან. აპეკის სამიტს ასევე ესწრებიან აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ავსტრალიის პრემიერ- მინისტრი ენტონი ალბანეზი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში