2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია "SunExpress" იწყებს

17 ნოემბერი 2022, 16:00 1288 ნახვა

2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია "SunExpress" იწყებს. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მათმა გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპი საავიაციო ფორუმ "ROUTES WORLD 2022"-ის ფარგლებში გაიმართა.

"მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. "Turkish Airlines"-და "Lufhansa"-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია "SunExpress" 3 ივნისიდან იზმირიდან, 5 ივნისიდან ანკარის, ხოლო 15 ივნისიდან კურორტ ანტალიიდან დაიწყებს თბილისის მიმართულებით და პირიქით, ფრენებს. ბილეთები დღეიდან უკვე ჩაეშვა გაყიდვაში და ჩვენს მოქალაქეებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ თურქეთის დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში მოხვედრა“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს. 1 სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, 2-2 სიხშირით კი თბილისში ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

"SunExpress" 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავიაგადამზიდს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. "SKYTRAX"-ის მიხედვით, "SunExpress" 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში