ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი

24 იანვარი 2017, 00:00 1854 ნახვა

ევროპის კულტურის პარლამენტის შესარჩევმა კომიტეტმა ახალი წევრები დაამტკიცა, მათ შორის აჭარის განათლების, მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია სირაბიძეა. მისი წარდგენა ბათუმში 2016 წლის ოქტომბერში გამართულ ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომაზე გამოსვლის შემდეგ მოხდა. იგი აჭარის რეგიონიდან ევროპის კულტურის პარლამენტის ერთადერთი წარმომადგენელია. ევროპის კულტურის პარლამენტში საქართველოს კვოტით უკვე ხუთი წევრია. ორგანიზაცია ევროპის 43 ქვეყნიდან160 წევრს აერთიანებს. წელს ევროპის კულტურის პარლამენტის პირველი სხდომა მაისში, როტერდამში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში