რუსი ოკუპენტების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

18 ნოემბერი 2022, 10:31 451 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, ხერსონის ოლქზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ ავიაიერშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

"ოკუპანტები ბომბავენ დნეპრის მარჯვენა სანაპიროს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით, ნაღმტყორცნებითა და მძიმე არტილერიით. ცეცხლით ფარავენ ჩერნობაევკას, ანტონოვკას და ხერსონს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი. სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში.

ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული ქალაქ ნიკოპოლში. უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ელექტროენგია არ მიეწოდება 10 მილიონზე მეტ ადამიანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში