ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი მოზარდი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარია 9 და 14 წლის ბიჭებზე. შემთხვევა ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებაში მოხდა. ირანული მედიის ცნობით კი, „ტერორისტულ თავდასხმას“ შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ცნობებს ოპოზიცია და მოკლული ბიჭების ოჯახები არ ეთანხმებიან.