„სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება“ - კონფერენცია ბათუმში

18 ნოემბერი 2022, 12:35 582 ნახვა

კორპორაციული პასუხიმგებლობა, კერძო და საჯარო სექტორის სოციალური პასუხიმგებლობა და მათი ინიციატივები _ ამ თემებზე კონფერენციაზე მსჯელობენ. შეხვედრის მონაწილეები ასევე განიხილავენ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, საქართველოში არსებულ პრაქტიკასა და და რეალობას, თუ რამდენად აქვს გააზრებული პასუხისმგებელ პირებს კოორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის გავლენა საზოგადოების განვითარებაზე. შეხვედრა ბათუმში იმართება და მას ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა  და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციას ევროკავშირის მხარადაჭერით “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ მართავს.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში