ჭადრაკის დედოფალი მსოფლიო ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს

18 ნოემბერი 2022, 12:40 903 ნახვა

იტალიაში გრძელდება ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით თამაშობენ ქართველები. 50 წელს გადაცილებულთა მესამე ტურში ზურაბ სტურუამ კანადელი ვიქტორ პლოტკინი დაამარცხა, ხოლო სოფიო ტერელაძემ ფრანგ ოლივერ როჩესთან ფრე ითამაშა. სამი ტურის შემდეგ თერთმეტი მოჭადრაკე, მათ შორის - ზურაბ სტურუა, ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს, სოფიო ტერელაძემ 1,5 ქულას მოუყარა თავი. 65 წელს გადაცილებულებში კვლავ გაიმარჯვა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა - გათამაშების ცხრილში მან ზედიზედ მესამე ქულა ჩაიწერა. ამჯერად ნონა გაფრინდაშვილმა ფილიპინელი ეფრენ ბაგამასბადი დაამარცხა. მეოთხე ტურში ქართველები ასე დაწყვილდნენ: დერკი ლიმა  - ზურაბ სტურუა, სოფიო ტერელაძე - კორადო, ასტენგო ფიკრეტ სიდეიფზადე - ნონა გაფრინდაშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში