ხელვაჩაურის „მაჭახელა“ საქართელოს ლიგა 3-ში გადასასვლელად ემზადება

18 ნოემბერი 2022, 17:01 2895 ნახვა

ხელვაჩაურის „მაჭახელა“ საქართველოს ლიგა 3-ში გადასასვლელად  ემზადება.  ავთანდილ კუნჭულიას გუნდი ლიგა 4-ის ბოლო ტურის მატჩს სტუმრად დიდუბეს წინააღმდეგ ჩაატარებს. “მაჭახელას“ ამ შეხვედრის წინ 61 ქულა აქვს, ხოლო დიდუბეს 32. 

ბოლო ტურში „მაჭახელა“ „დიდუბესთან“  გამარჯვების შემთხვევაში ოფიციალურად გახდება მესამე გუნდი,  რომელიც მომავალში ლიგა 3-ში ითამაშებს.  ლიგა 3-ის საგზური  უკვე გაიფორმეს  „ლოკომოტივმა“ ორმა  და „შტურმა“. 

მაჭახელას მთავარი კონკურენტი ქედის „ბეთლემია“  რომელიც ამ დროისთვის 60 ქულით მე-4 პოზიციაზეა  და ბოლო ტურში "ალგეთს" უმასპინძლებს.

 "მაჭახელასა" და "დიდუბეს" მატჩში  20 ნოემბერს 13:30 საათზე დაიწყება. 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში