ბათუმელი მძლეოსნების სამი ოქროს მედალი

19 ნოემბერი 2022, 10:17 606 ნახვა

თბილისში დასრულდა ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა სპორტსმენებმა და სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.

2008-2009 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის, 200 მეტრ დისტანციაზე გარბენში გამარჯვებული გახდა გიორგი გიუვენი. ხოლო სამმაგ ხტომასა და სიგრძეზე ხტომაში ტურნირის ჩემპიონი მათე მეჯიდოვი გახდა.

ბათუმელი მძლეოსნები შეჯიბრებისთვის კახა ხომერიკმა და ომარ მეჯიდოვმა მოამზადეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში