''ბორჯღალოსნებმა'' კარდიფში უელსის ნაკრები დაამარცხა

19 ნოემბერი 2022, 18:59 1160 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები გამარჯვებით დასრულა. 

"ბორჯღალოსნები'' ტესტების  მესამე მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრების დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:13 მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა წელს მეორედ ექვსი ერის წარმომადგენელი დაამარცხა. ანგარიში თედო აბჟანდაძემ ჯარიმიდან გახსნა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორი ლელო დადეს და ერთი გარდასხახვა ზუსტად შეასრულეს და ტაიმი 12:3 მოიგეს.

მე-60 წუთზე  თოდუამ მნიშვნელოვანი  ლელო დადო თედო აჟანდაძემ კი შედეგიანად გარდასახა და ანგარიში 12:10 გახდა.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მატკავამ  ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად უელსი  დაამარცხა.

მომდევნო თამაში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 4 თებერვალს, შინ გერმანიასთან აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში