სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით

20 ნოემბერი 2022, 11:07 633 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით, ოჯახისა და ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადების თანახმად: "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.

მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცენტრმა "ემპათიამ" სამედიცინო დასკვნა მოამზადა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები - ვერცხლისწყალი, ბარიუმი და თალიუმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში