რუსული ძალები დროებით ოკუპირებულ დონბასსა და ზაპორიჟიეს ოლქებში პოზიციების გაძლიერებას იწყებენ - ISW

20 ნოემბერი 2022, 10:19 479 ნახვა

ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ რუსი სამხედროები ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის და აღმოსავლეთ ზაპორიჟიეს ოლქებში ხერსონის ოლქის პერსონალით და მობილიზებული სამხედროებით პოზიციების გაძლიერებას იწყებენ. 

ექსპერტები უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან და აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები სამხედრო მოსამსახურეებს მიტოვებულ სახლებში კრასნესა და სიეიკინეში ათავსებენ.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი დამატებით ძალებს გაგზავნის უახლოეს კვირებში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი სატანკო  არმიის რუსეთის მე-2 მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მობილიზებულმა ნაწილებმა წვრთნა ბელარუსის ბრესტის რეგიონში უკვე დაასრულეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში