სუნაკის და ზელენსკის შეხვედრა ჩაბნელებულ კიევში

20 ნოემბერი 2022, 12:09 483 ნახვა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გუშინ კიევში ჩავიდა. ეს რიში სუნაკის პირველი ვიზიტია გაერთიანებული სამეფოს პრემიერის რანგში.

კიევში ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა, ვიზიტი ნახევრად  ჩაბნელებული კიევის ფონზე შედგა, ვინაიდან რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად ენერგომომარაგების ობიექტები დაზიანებულია.

რიში სუნაკის განცხადებით დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. ლიდერებმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში