პუტინის ომის 270-ე დღე

20 ნოემბერი 2022, 12:00 653 ნახვა

უკრაინაში თითქმის 9 თვეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. გათავისუფლებული ხერსონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები გრძელდება. გვიან ღამით ბერისლავის რაიონში ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა, არის მსხვერპლი.

სოფელ ბილოზერკაში, რომელიც ასევე ხერსონის რაიონში მდებარეობს რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარულ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიჭრა 5 ადამიანი. ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ოლქში 12 დასახლებაა დეოკუპირებული.

სერგეი გაიდაი აღნიშნავს, რომ უკრაინის ძალები ნელ-ნელა წინ მიიწევენ, ამის მიუხედავად ომის კვლევის ინსტიტუტში  ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების პოზიციების გაძლიერებაზე საუბრობენ. მათი თქმით, რუსული ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ მობილიზებული და გადანაწილებული სამხედროების გამოყენებას დონეცკის ოლქში შეტევითი ოპერაციების გასააქტიურებლად და ლუგანსკის ოლქში თავდაცვითი პოზიციების შესანარჩუნებლად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში