მსოფლიოს ჩემპიონატი ქარიმ ბენზემას გარეშე ჩაივლის

20 ნოემბერი 2022, 12:40 767 ნახვა

ოქროს ბურთის გამარჯვებული ქარიმ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. 34 წლის თავდამსხმელი საფრანგეთის ნაკრებს, მუნდიალზე ბარძაყის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ინფორმაცია "საფრანგეთის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბენზემას ტრავმა ბოლო კვირეების განმავლობაში აწუხებდა, რის გამოც რეალის ბოლო მატჩებიც გამოტოვა, ხოლო დიდიე დეშამის გუნდის რიგებში შაბათს ივარჯიშა, მაგრამ მალევე პრობლემა შეექმნა და საწვრთნელი პროცესი დატოვა. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზულია.

 “მთელი გუნდი იზიარებს ქარიმის მწუხარებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს", - წერია საფრანგეთის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში.

საფრანგეთის ნაკრების შეკრება  კი ტრავმის გამო ბენზემამდე კრისტოფერ ნკუნკუმ დატოვა, ხოლო მანამდე მუნდიალის განაცხადში ამავე მიზეზით საერთოდ ვერ მოხვდნენ პოლ პოგბა, ნ’გოლო კანტე, პრისნელ კიმპემბე და მაიკ მენიო.

დიდიე დეშამის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე დ ჯგუფში დაანიის, ტუნისისა და ავსტრალიის ნაკრებთან ერთად ითამაშებს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვას ხვალ ავსტრალიასთან მატჩით დაიწყებს.

შეხვედრა თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში