ეკვადორის ნაკრებმა მასპინძელი კატარი დაამარცხა

20 ნოემბერი 2022, 22:13 744 ნახვა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ეკვადორის ნაკრებმა მასპინძელი  კატარი 2-0 დაამარცხა.

ეკვადორმა პირველი გოლი მესამე წუთზე გაიტანა, თუმცა მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ ვალენსიას გოლი თამაშგარის გამო გააუქმა.
მე-16 წუთზე სამხრეთ ამერიკელებმა მაინც გაიტანეს საჯარიმოში კატარის მეკარემ  ენერ ვალენსია წააქცია, რომელმაც  პენალტის გოლად რეალიზება თავად მოახერხა და ანგარიში გახსნა.

31-ე წუთზე ეკვადორის ნაკრებმა საჯარიმოში ჩააწოდა ვეტერანმა ვალენსიამ კი თავური დარტყმით კატარს მეორე გოლი გაუტანა და მის ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ხვალ ამ ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართება სადაც ნიდერლანდები სენეგალის ნაკრებს დაუპირისპირდება . შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში