​ფესტივალი “განდაგანა” კონცერტით დასრულდა

21 ნოემბერი 2022, 11:28 611 ნახვა

ფესტივალი ''განდაგანა'' ბათუმში გალა კონცერტით დასრულდა. ზვიად ბოლქვაძე, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, კახაბერი და ხანუმები, მსმენელის განწყობაზე გვიან ღამემდე ზრუნავდნენ.

დღის განმავლობაში კი იყო სოფლის ნობათის გამოფენა. ადგილზე დაწურეს ყურძენი, გაიმართა კულინარიული დუელი და განაახლეს უძველესი მივიწყებული კოსტუმირებული რიტუალი ბერიკა.

ფესტივალის მიზანია  სოფლად ტურიზმის განვითარება, ვიზიტორების დაინტერესება  და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია.

ფესტივალისთვის 250 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში