ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა

21 ნოემბერი 2022, 10:02 522 ნახვა

ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობამ 69,43%-ს მიაღწია. ამის შესახებ  ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს.

დედაქალაქ  ალმათიში  აქტიურობა ყველაზე დაბალი იყო და მან  28,72% შეადგინა, რაც დასტურდება ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სააგენტო როიტერის მიერ  გადაღებული თითქმის ცარიელი ყუთებით. ეგზით-პოლების მიხედვით ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხმების 82 პროცენტით იმარჯვებს. წინასწარი ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ ხვალისთვის  გახდება ცნობილი. ყაზახეთში 10 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 68 საარჩევნო უბანი კი 53 ქვეყანაში.

ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ,  თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო შვიდი წლით დაიკავებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში