პერუში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

21 ნოემბერი 2022, 10:16 428 ნახვა

პერუს დედაქალაქში ანტისახელისუფლებო პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა.  ასობით ადამიანი ლიმას ქუჩებში პრეზიდენტ პედრო კასტილიოს გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.  ანტისამთავრობო ლოზუნგებით მომიტინგეები  კონგრესის შენობისკენ გაემართნენ. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

პრეზიდენტი კასტილიო, რომელმაც თანამდებობა  გასული წლის ივლისში დაიკავა,  იმპიჩმენტის ორ მცდელობას გადაურჩა. ახლა ოპოზიცია  პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი იმპიჩმენტის  პროცედურის დაწყებას აანონსებს.

ოქტომბერში პერუს გენერალურმა პროკურორმა კონგრესში კასტილიოს წინააღმდეგ კონსტიტუციური  სარჩელი შეიტანა,  რითაც  ახალი სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.  მემარჯვენე ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ამჯერად ეს ბრძოლა პრეზიდენტის იმპიჩმენტით დასრულდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში