დაკავება თაღლითობის ბრალდებით

21 ნოემბერი 2022, 10:34 607 ნახვა

პოლიციამ თაღლითობისა და უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით 4 პირი დააკავა.  

გამოძიების ინფორმაციით,  2 ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook“-ში მათ მიერვე შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, დაინტერესებულ პირებს, მომსახურების ანაზღაურების წინსწრებით გადახდის სანაცვლოდ, ყალბი საბუთების დამზადების გზით, მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას სთავაზობდნენ.

დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, დღეის მდგომარეობით შეადგენს 69 ათას 80  დოლარს, 4 ათას 830 ევროს და 6 ათას 290 ლარს. პოლიციამ საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და საბანკო პლასტიკური ბარათები. 

რაც შეეხება ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაკავებულ დებს,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს ირლანდიის ყალბ ტრანზიტულ ვიზას უმზადებდნენ. დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში